Dienstag, 12. April 2016

მჭირდება თუ არა ქოუჩინგი ?

მსოფლიოში ქოუჩინგის ბუმია. ყოველ მეორე მენეჯერს ერთხელ მაინც დაუქირავებია ქოუჩი. ადამიანები ამ სახის კონსულტაციას სხვადასხვა მიზნით და შესაბამისი თემით მიმართავენ – ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებისა და კვების მოწესრიგებიდან დაწყებული, პარტნიორთან სექსში პრობლემებით დამთავრებული. მნიშვნელობა არ აქვს იქნება ინდივიდუალური თუ ჯგუფური ქოუჩინგი, პროცესს საერთო რამ გააჩნია: სუსტი და ძლიერი მხარეების პოვნა და წინ წამოწევა. საბოლოო შედეგი კი თვითოპტიმიზებაა. კიხვების დასმის ხელოვნებასთან ერთად – ქოუჩინგი პროფესიული როლისა და დავალებების ჩარჩოთი შემოიფარგლება, რომლის შესრულებაზე, შედეგზეც პასუხისმგებელი კლიენტია.
უფრო ღრმად უნდა ითქვას, რომ ხშირად სტრესის უკან შიში იმალება:
  • შიში იმისა, რომ მასას არ დაემსგავსო/არ დაიკარგო;
  • შიში პროცესის გაგრძელებისა;
  • შიში განვითარების შეჩერებისა (მაშინ როცა, სხვების განვითარებას ხედავ);
ამის პარალელურად კი ზეწოლა საკუთარ თავზე იზრდება.
ხანდახან დგება დრო, როდესაც ახალ ორიენტირს ეძებ, რაც არსებული მდგომარეობის გაცნობიერებითა და პოზიციის გადახედვით იწყება. როდესაც ახალი გზის ძებნას იწყებ, სწორედ აქ დგება ქოუჩინგის დრო.
თუ თქვენ ქოუჩის პოვნაზე ფიქრობთ ან ერთხელ მაინც გიფიქრიათ, მაშინ მომდევნო პუნქტებს მინიმუმ ნაწილობრივ უნდა ეთანხმებოდეთ:
  1. ხართ თუ არა მზად ცვლილებებისთვის ?
ვინც ფიქრობს რომ შესანიშნავია, გარშემომყოფებისგან მუდმივად ამის დასტურს ელის, ამის ცვლილება მოხდება – ქოუჩინგის პროცესი კომფორტული ზონიდან გამოგიყვანთ. ბევრი რამ აღმოჩნდება, რაც ახალი გამოწვევაა, სადაც თქვენ შესანიშნავი და ერთადერთი არ ხართ. დამოკიდებულებები იცვლება; იღებთ ახალ პასუხისმგებლობებს; შეგაქვთ ცვლილებები თქვენშიც და გარემოშიც.
  1. ახალი პერსპექტივის გაჩენა გახარებთ?
ქოუჩინგის პროცესში ხედვის არეალი ფართოვდება, თქვენს ცხოვრებაში ახალი მიზნები შემოდის, რომლის დადგენისას  და გზის პოვნისას კი წარმატება გარდუვალია.  თუ ცნობისმოყვარე ხართ და ქუჩინგის პროცესი გინდათ, აუცილებლად შინაგანად ცვლილებების სურვილი და მზაობაც უნდა გქონდეთ.
  1. მზად ხართ სიმართლე მოისმინოთ?
...მიუხედავად იმის, იქნება თუ არა პროცესი  მტკივნეული?! ქოუჩინგის პროცესში თქვენ ქოუჩი  დაგეხმარებათ საკუთარ თავს შეხედოთ სარკეში, სადაც კრიტიკასთან გამკლავებაც მოგიწევთ. კრიტიკის სწორად მიღება და რეფლექცია ადვილი არ იქნება.
  1. მზად ხართ საკუთარი თავის წინაშე დამალულის აღიარებისთვის?
ხანდახან არის რაღაცები, რასაც სხვებს კი არა საკუთარ თავსაც უმალავ. ფიქრის დაწყებისთანავე ბლოკავ და ნამდვილი სურათის დანახვა არ გინდა. ქოუჩინგი კი არის მეთოდების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც ადამიანს შეუძლია ისწავლოს შეცდომების აღიარება და გამოსწორება.
  1. შეგიძლია სხვების მიმართ საკმარისი ყურადღების გამოჩენა? 
ქოუჩინგი მარტო ადამიანის შინაგანად ცვლილებას კი არ გულისხმობს, არამედ მას ექსტერნული (გარეგანი) ცვლილებების მოტანაც შეუძლია. შესაბამისად, პიროვნების გარემოზე გავლენას ახდენს. მთავარი თემა თვით აღქმა და სხვების აღქმული სურათის შედარებაა.  "შავ ლაქებს" ხედავს და გამოსწორებაზე ფიქრობს (იხ. იოჰარის ფანჯარა).  ქოუჩინგის პროცესის დროს ქოუჩიი (coachee იგივე კლიენტი) თვალებს ახელს, მზადაა  სურათები დაინახოს და რეფლექსია მოახდინოს. 

თუ თქვენ ჩამოთვლილ პუნქტებს დაეთანხმეთ, მაშინ მომდევნო სამ უნარს უნდა ფლობდეთ. 
ამ 3 პიროვნული მახასიათებლის გარეშე ქოუჩინგი აზრს კარგავს:
  1. მოძრაობის/განვითარების სურვილი
ვისაც მხოლოდ მოსმენა უნდა, დასტური იმისა, რომ ყველაფერს სწორად აკეთებს, მას არ სჭირდება ქოუჩი. მაგრამ, თუ თქვენ საკუთარი ნაკლის გაგება გსურთ,  რაღაცების შეფასება, გადაფასება და შეცვლა ქოუჩინგი სწორი გამოწვევაა.
  1. კრიტიკასთან გამკლავების უნარი
თუ თქვენ სიმართლის მოსმენა არ გიყვართ და მუდმივად თავის მართლების პოზიციაში გადადიხართ, იკითხეთ – გინდათ კი თქვენ ისწავლოთ? თუ სწავლაა მიზანი, მაშინ იპოვით კონსტრუქტიულ  გზას.
  1. გაცნობიერების უნარი
საკუთარი ქცევების აღიქმა არ კმარა. ქოუჩინგი მოიცავს, მუდმივად ახალი პერსპექტივების დანახვის უნარის განვითარებასაც. ანუ ესაა პროფესიული ხელმძღვანელობისა და გზის ჩვენების პროცესი-  რაც რეფლექციაში, გადაწყვეტილების მიღებისა და დანერგვის პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ. მთავარი მიზანი ახალი უნარების შეძენა და განვითარებაა. 

ყველაზე მთავარი, რაც ადამინმა უნდა შეიძინოს ეს თვითრეფლექციაა, შემდეგ კი თვითდახმარების უნარიც იბადება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქოუჩინგის მთავარი ამოცანა სხვებისა და თვითდახმარების გაწევაა. არ უნდა გავიგოთ, ისე, რომ გამზადებული რეცეპტები რომელიმე მაგიდის უჯრაში დევს, გამოვიღებთ მას და ყველაფერი გადაიჭრება. გზასა და მიმართულებას თვითონ ქოუჩიი ირჩევს. ქოუჩი კითხვების მეშვეობით დიდ დახმარებას უწევს (აჩვენებს გზას) კლიენტს და ამ გზით ის გამოსავალს პოულობს.
ქოუჩინგი მოტივაცას ბადებს → ქოუჩინგის დახმარებით ადამიანები  ორიენტირებს პოულობენ. აცნობიერებენ საკუთარ მოთხოვნილებებს, რაზე პასუხიც სჭირდებათ, პარალელურად კი საკუთარ შესაძლებლობებაც აფასებენ. აღიარებას სიმამაცე სჭირდება, რომელსაც თავის მხრივ სხვა ემოციებიც მოჰყვება. მას შემდეგ რაც საწყისი წერტილი დადგინდება, წინსვლისთვის იბადება, თავისუფლდება ენერგია.
ქოუჩინგს ვერავის აიძულებ. ის უნდა მიიღო და აღიარო, ეს დაახლოებით საჭირო და გადაუდებელ კითხვებზე პასუხის ძიებას ჰგავს. ხანდახან რამდენიმე პასუხი თანაბარია და გადაწყვეტილებას ვერ იღებ. სწორედ მათ შორის საუკეთესოს არჩევისთვისაა ქოუჩინგი.
თუ  თქვენ გადაწყვეტილებების მიღება გიჭირთ, შეცდომებს ხშირად უშვებთ, სხვები გაკრიტიკებენ და ვერ ხვდებით, რატომ.... 

იქნებ ქოუჩს მიმართოთ?  

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen