ICF- International Coach Federation
ქოუჩინგი არის პროფესიონალური კონსულტაცია დროის მოკლე მონაკვეთში, მაგრამ ხანგრძლივი ეფექტით. ქოუჩი (მონათესავე განმარტება კონსულტანტი, მენტორი) კარგი მსმენელია და ზუსტად ხვდება საქმის მნიშვნელოვან ასპექტებს, ადამიანს აძლევს შესაძლებლობას უფრო უკეთ იფიქროს და იგრძნოს. ამ პროცესის დროს coachee-სთვის (ვინც კონსულტანტს მიმართა) უფრო ნათელი ხდება დამოკიდებულებები, რის შედეგადაც ადამიანი სწორ გზას პოულობს, პარალელურად ითვისებს პრობლემების გადაჭრის ხერხებს, რესურსებს სწორად ანაწილებს, რაც თავის მხრივ ცვლილებების შანსს ზრდის. ამ სახის დახმარებას მიმართავენ როგორც ცხოვრების პრობლემების მოსაგვარებლად, ასევე ბიზნესისთვის. ქოუჩინგი წინასწარ დროის ჩარჩოთია შემოფარგლული და დაუსრულებელი პროცესი არაა...
შეგვიძლია ქოუჩინგის რამდენიმე ძირითად ასპექტზე ვისაუბროთ, თუ ვისთვის და რატომაა საჭირო ქოუჩინგი.
წარმატებული მენეჯერები და მმართველები საკუთარი გუნდის და განყოფილებების არქიტექტორები არიან, თავის მხრივ ორგანიზაციები კი მათ ნაყოფიერებაზე არიან დამოკიდებულები. მენეჯერებისგან ელოდებიან წარმატებას, ხარისხიან მმართველობას, შედეგებს, მიზნების მიღწევას, სტრუქტურის ჩარჩოებში მოქცევას. დაკისრებული მოვალეობების შესრულება კი ადვილი არაა. მრავალმა ხელისშემშლელმა ფაქტორმა შეიძლება გავლენა მოახდინოს შედეგზე – მენეჯერის შეზღუდული უნარები, შიშები, ჩარჩოებში მოქცეული შეხედულებები, არსებული სტრუქტურული კულტურა, კომუნიკაციის პრობლემები.
როგორც წესი, ორგანიზაციაში მმართველები ქოუჩინგს 2 მიზეზის გამო მიმართავენ: 1. მენეჯერი ჯეროვნად ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს. 2. ახალი ფუნქცია დაემატა და შეგუების, სწავლის პროცესს გადის ქოუჩთან ერთად.
რას სთავაზობს ქოუჩინგი მენეჯერებს? ეს ძალიან ეფექტური გზაა, რათა მენეჯერებმა მოახდინონ საკუთარი პოტენციალის ოპტიმიზება, გააუმჯობესონ მმართველობის სტილი, კომუნიკაცია და კოოპერაცია, სამუშაოთი კმაყოფილება, თვითშეფასება, დაგეგმარება და სხვა. გარკვეული პროექტის მიმდინარეობისას ქოუჩის პროცესში ჩართვით უფრო მაღალია სამუშაოთი კმაყოფილება, პროდუქტიულობა, მიღწეული მიზნების რაოდენობა. მაგალითად, ამერიკაში ეს პრაქტიკა ძალიან მიღებულია და ქოუჩინგს უფრო მეტი ფუნქციაც აქვს. ტოპ-მენეჯერები კონსულტანტს არამარტო ეფექტურობის გაზრდის მიზნით მიმართავენ, არამედ რეფლექციისთვისაც. ეს ტენდენცია ევროპაშიც თანდათან უფრო მიღებული ხდება.
ორგანიზაციაში ტოპ-მენეჯერებს უფრო მეტი პასუხსიმგებლობა აკისრიათ – კომპანიისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ; შესაბამისად, მათი სამუშაო წნეხიც მაღალია. ხშირად უჭირთ გადაწყვეტილების მიღება და ამ საკითხზე საუბარიც კი. ხანდახან მათთვის იმდენად რთულია, რომ ვერც კი იძინებენ, ვერ პოულობენ სტრესიდან გამოსავალს (თანამშრომლებისთვის შეუმჩნეველია). რა თქმა უნდა, სიმპტომების შემჩნევა HR სპეციალისტებს არ შეუძლიათ. ადვილი გამოსავალია – თუ მენეჯერმა თავად იცის ქოუჩინგის ეფექტურობის შესახებ და მიმართავს კონსულტანტს. ის ექსტერნულ ადამინათან საუბრობს უფრო ღიად, გულწრფელად და აღწერს საგნებს ისე, როგორც ისინი არიან, განიცდებიან და არ ელოდება გაკიცხვას, შეფასებას…

როგორც წესი, პერსონალთა გარკვეული პრობლემების არსებობის შემთხვევაში ორგანიზაციაში HR სპეციალისტს მიმართავენ, თუმცა ეს ყველა დონეზე მომუშავეებს არ ეხება მაგ: მსოფლიოში არსებული გამოცდილებით, საშუალო მენეჯერების ჩათვლით HR-ს მიმართავენ (თუმცა ბოლო პერიოდში ისინიც პროფესიონალ ქოუჩს ამჯობინებენ), ხოლო Top მენეჯერები კი- ქოუჩს. ამგვარი დამოკიდებულების ერთ-ერთი მიზეზი ორგანიზაციის კულტურასა და კადრების განყოფილებისთვის მიკუთვნებულ როლია. ადვილად შეიძლება ორგანიზაციაში HR-მა ქოუჩის როლი შეითავსოს, თუმცა ხშირად ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო ვერ ხდება – თანამშრომლები ექსტერნულ კონსულტანტს უფრო მეტ ნდობას უცხადებენ. ეს თავის მხრივ არ გამორიცხავს იმას, რომ კადრების განყოფილების თანამშრომელს ქოუჩინგის მეთოდებისა და მისი მნიშვნელობის ცოდნა მაინც სჭირდება.
ქოუჩინგის მეთოდების ცოდნა HR სპეციალისტებისთვის რამდენიმე მიზეზის გამოა ნიშვნელოვანი:
1. ორგანიზაციაში იმატა სტრესის სიმპტომებმა;
2. მენეჯერები თავდაჯერებულობის ხარისხი დაბალია;
3. ან აქტუალურია შემდეგი კითხვები – “როგორ შევძლებ მოცემული შეზღუდული რესურსით სწორი შედეგის მიღებას?” “როგორ მოვძებნო სწორი და სწრაფი გადაწყვეტილებები?”, “რომელი გადაწყვეტილება იქნება უსაფრთხო?”, “როგორ გამოვჩნდე უფრო თავდაჯერებული, მშვიდი…?”, “როგორ მოვერგო ორგანიზაციულ კულტურას (განსაკუთრებით, ახალი თანამშრომლებისთვისაა აქტუალური).

საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის ამგვარი კონსულტაციის გაწევა ან ქოუჩის დაქირავების აუცილებლობა ორგანიზაციის ეფექტურობის გაზრდის ხელშემწყობი ხდება.
თითოეულ ჩვენგანს ყოველდღე სამსახურის გარდა უამრავი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, ეს მხოლოდ სამსახურს კი არა ცხოვრებასაც ეხება. რაც უფრო მეტად დატვირთულები ვართ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, მით მეტი დრო გვჭირდება პრიორიტეტების გადასანაწილებლად.
ხშირად, სამსახურში სტრესი პირად ცხოვრებაზე აისახება და – პირიქით, ბალანსის მოძებნა კი პრობლემაა. მაშინ როცა ადამიანი გააცნობიერებს და გამოსავლის ძიებას იწყებს, ხშირად ფსიქოლოგთან მისვლასა და თერაპიის გავლას ურჩევენ/სთავაზობენ. თუმცა მისი ქვეცნობიერი ამას ეწინააღმდეგება და შინაგან მოტივაციას ვერ პოულობს.
თუ თქვენ ან თქვენს ორგანიზაციაში სტრესი მაღალია და თავდაჯერებულობის ნაკლებობას ხშირად განიცდით, გჭირდებათ სწორი უკუკავშირი განვითარებისთვის და ეფექტურობის გაზრდისთვის, ქოუჩის დაქირავებაზე იფიქრეთ.

Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen