Dienstag, 25. Juli 2023

რა არის თავდაჯერება, რა გვჭირდება იმისთვის ვიყოთ ის, ვინც გვინდა რომ ვიყოთ?


თითქოს ერთი შეხედვით ადვილია,  უთხრა ადამიანს: 

 - რატომ არ ხარ თავდაჯერებული? 

- შენ ხომ კარგად გამოგდის? 

- ნეტა შენვე ხვდებოდე და აფასებდე, რა კარგი ხარ (ყველაზე მეტად ვაკვირდები უკუავშირის მიმღების რეაქციას) 

ანუ გარემომ უკეთ იცის და ხედავს, რა კარგი ხარ და შენზე მეტიც კი იცის. შენი თავდაჯერება, თვითშეფასება იმდენად დაბალია, რომ ეს აღნიშვნის ღირსი ხდება.  ბოლო პერიოდში დავაკვირდი, რომ ეს სოციალურად წახალისებულ- წამახალისებელი  კომპლიმენტიც კია. 

არის კი კომპლიმენტი? 

თავთან დაკავშირებულ ინფორმციას ადამიანები განსხვავებულად ამუშავებენ. შეფასებაზე გავლენას ახდენს მაგალითად, რამდენად კარგად/ცუდად ართმევს ადამიანი თავს ამა თუ იმ დავალებას და სიტუაციას (აქვე თუ მოჰყვება ზემოთხსენებული "კომპლიმენტი") დაბალი თვითშეფასების ადამიანისთვის დროის ხანგრძლივ მონაკვეთში,  ეს ერთგვარი დასწავლილი/ კარგად გამოცდილი ხრიკად იქცევა, რომ  ქება დაიმსახუროს. 

როგორც წესი, ჩვენ ბავშვობიდან შეჩვეული ვართ სხვასთან შედარებებს და ამგვარ შეფასებას.  სახელებსაც ასე ვარქმებთ მოვლენებს, უკუკავშირსაც  ამგვარად ვაძლევით ხოლმე - შედარებებს ვაკეთებთ. 

თუ  შეფასება სხვა ინდივიდებთან შედარებით ჩვენი ჩვეული პატერნია, ამავდროულად უკუკავშირის გუნდთან ერთად გვიწევს ფრთხილად! სხვას, ვისაც დაბალი თვითშეფასება აქვს, მის ყურს ეს პროცესი ასე ესმინება:  ჩემთან შედარებით ის უკეთესია? ანუ მე ცუდი ვარ? მე არ გამომდის კარგად და მხოლოდ ის იმსახურებს შექებას?** 

(** გუნდური უკუკავშირის დროს ამგვარ ფრაზებზე დაფიქრებას ვურჩევდი ლიდერს, ფასილიტატორს)

თავდაჯერებულობა (confidence) დიდწილად დაკავშირებულია თვითშეფასებასთან (self esteem). მის ასამაღლებლად უამრავი სავარჯიშოა ინტერნეტში.

თუ მასალა ხელმისაწვდომია, მაინც არსებობს თავდაჯერებასთან კითხვები ?

 თვითშეფასებაზე მუშაობა ძალიან პირადი და ინტიმური ქცევაა და მთავარი გასაღები არის გულწრფელი, გაბედული აღიარება: 

- რას ვგრძნობ საკუთარ თავთან მიმართებაში; 

- ჩვენივე საზომების მიხედვით ვართ თუ არა წარმატებულები;

- მოგვწონს ის,  რასაც ვაკეთებთ? რას მოაქვს საქმის კეთების დროს სიამოვნება? 

- რისი გვჯერა? (რისი აღარ გვჯერა?)

თავდაჯერებულობა არის თვითრწმენა და უნარები, რომ რაღაცის მიღწევა შეგვიძლია

აქვე გაჩნდა  კიდევ ერთი ცნება- თვითრწმენა, რომელიც ყველაზე მეტად შეჭიდულია გარემოს აღქმასთან. თუ ჩვენ ვგრძნობთ, რომ  შინაგანად ძლიერები ვართ და საკმარისები ვართ, მაშინ ეს არის შინაგანი ძალა, რომელიც გვიცავს და გვაძლევს გამბედაობას, ვიყოთ, ის ვინც გვინდა ვიყოთ. 

შეიძლება ბავშვობაში მიღებული ტრავმებიც ცოცხლდებოდეს და აქტუალური იყოს -  როგორ შემოდიოდა გარემო/ სოციუმი შენს პირად სივრცეში, რა გავლენა აქვს ან ჰქონდა  (პირობითად) შენი მეზობელი ლუბა რას ფიქრობს და იტყვის/ იტყოდა შენზე. 

თუ ვიცით რა გამოგვდის კარგად, სიახლეებს ვიღებთ ნეგატიური ემოციების (შფოთი, შიში, ზიზღი) გარეშე. 

ერთ ჩემს მეგობარს ვეუბნები ხოლმე: "you are enough" (საკმარისი ხარ)... (დანარჩენს მოგვიანებით დავწერ, რა შინაარსებს ვდებ ხოლმე). 

პირველი იმის გაცნობიერებაა, რომ ჩვენ ყველას განსხვავებული სხეული გვაქვს, განსხვავებული ოჯახებიდან მოგვიდივართ, სხვადასხვა რწმენა-წარმოდგენები გვაქვს, განსხვავებული უნარები, ნიჭი და ქცევა გვაქვს. გენეტიკურად იდენტური ტყუპების შემთხვევაშიც კი განსხავებული უნარები და მიდრეკილებები ჩნდება. 

  ანუ ზუსტად იდენტური ვერ გახდები! სხვა ვერ გახდები!  და you are enough" (საკმარისი ხარ)!

იცით კი ვინ ხართ? 

"შეიცან თავი შენიო" გაზეპირებული  გვაქვს, მაგრამ ვაკეთებთ ამისთვის რამეს? 


მე-კონცეფცია ინდივიდის ფსიქიკური და დინამიური (დროში ცვალებადი) მოდელია, რომელშიც თავმოყრილია საკუთარი უნარებისა და მიზნების შესახებ ცოდნა.

 მე-კონცეფცია საკუთარი თავის შესახებ არსებული ინფორმაციის გადამუშავებაში, აგრეთვე სხვა ადამიანების ქცევების ინტერპრეტირებაშიც გვეხმარებიან.  

ვინ ვარ მე/ რა არის ჩემი იდენტობა? რა არ შეცვლილა დიდი ხნის განამავლობაში? 

 მე-კონცეფციის მნიშვნელოვანი კითხვაა და აერთიანებს მოგონებებს საკუთარი თავის შესახებ, მოსაზრებებს საკუთარი  თვისებების, მოტივებისა და  ღირებულებების შესახებ.

შეგიძლია შენი 10 პიროვნული ღირებულება დაწერო და თითოეული ღირებულება განმარტო

მაგ განმარტებებს მოვიხსენიებთ ხოლმე რწმენა-წარმოდგენებად. 

 მე- კონცეფციაში ერთიანდება საკუთარი სხეულის აღქმა, წარმოდგენები იმის თაობაზე, თუ რას ფიქრობენ  სხვები და როგორ აღვიქმებით, ასევე სოციალური სტატუსი,  მოგონებები, მიზნები, გეგმები, განზრახვები, ჩვენი და ახლობლების მოლოდინები და ა.შ.

(აქ  მნიშვნელოვანია მე და გარემოს მიმართება და ბავშვობის ტრავმები.

ურთიერთსაწინააღმდეგო მე- სქემების შემთხვევაში შინაგან კონფლიქტებზე და გადაწყვეტილებებზე ვსაუბრობთ). 

 ერთ-ერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ მე-ცნობიერება მჭიდროდაა დაკავშირებული აზროვნებასთან და მე (სელფი) შედგება მხოლოდ იმ გამოცდილებისაგან, რომელიც ჩვენ გვახსოვს, ე.ი. ცნობიერად გვეძლევა( იხ. ლოკი).

 სხვა მეცნიერი ამბობს, რომ ინფორმაცია  საკუთარი თავის შესახებ ეფუძნება ცოდნას და გამოცდილებას, რომელსაც სხვადასხვა შეგრძნებათა გაცნობიერების შედეგად ვიღებთ (კანტი).

"ჩვენ ყველა ბავშვობიდან მოვდივართ" და ეს ყველა დამოკიდებულება თანდათან ჩამოყალიბდა ჩვენზე და ჩვენში. 

ადამიანებს ვისაც ხშირად უვითარდებათ დაბალი თვითშეფასება, მიზეზი არის მის მიმართ ხშირი კრიტიკა, დაცინვა, შეურაცხყოფა და ა.შ.

და რა არის შენი სუპერ ძალა? 

(აბა ჰკითხე სხვებს, მიიღე უკუკავშირი თუ სახე არ გაგებადრება სიხარულით, რა ჰქვია მაგ ემოციას?) 

რა გამოგვდის კარგად? 

როცა ეს ვიცით, ხერხემალი გასწორებულები და თავდაჯერებულები ვართ, სხვისგან აღარ ველოდებით დასტურს. 

ტრენინგზე რამდენ მონაწილეს უთქვამს, "არ ვიცი, ეს სხვამ უნდა მითხრას". 

სხვაზე ფოკუსირება კი არა, საკუთარ თავზე ფოკუსირებაა სწორი. 

როცა სხვისი დასტურისთვის ვაკეთებთ რამეს, ორჯერ მეტი ენერგია გვეხარჯება. 

როცა ვიცით, რომ კარგად გამოგვდის, ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვაკეთებთ დარწმუნებული ვართ, გამოგვივა და  მორჩა. 

თუ რამეს პირველად ვაკეთებთ, გავიხსენოთ როგორ ხდება ხოლმე - აუცილებლად შეგვეშლება, პირველივე შემთხვევაში არ გამოგვივა.. ანუ აქ პრაქტიკაა საჭირო.

პრაქტიკას თავდაჯერება მოაქვს. დამარცხების შიშის დაბრუნებისას კი ფოკუსი ჩვენივე საყრდენზე- რა გამოგვდის კარგად გადავიტანოთ. 

ყოველდღიურ მუშაობას საკუთარ თავზე მოაქვს მეტი ინფორმაცია/ თვითცნობიერება და ამავდროულად თავდაჯერებაც

რა შეგვიძლია გავაკეთოთ თავდაჯერებულობისთვის: 

- ჩამოაყალიბეთ და განსაზღვრეთ მიზნები (რა მოლოდინები და რა დიდი მიზნები გაქვთ, დიდი მიზნები დაანაწევრეთ პატარა მიზნებად) 

- კიდევ სცადეთ! (დანებება სწორი სტრატეგია არაა, შეცდომებს დაუსვით კითხვა, რა ვისწავლე?  და გზა გააგრძელეთ). 

- შეაქეთ და მადლობა უთხარით თავს. (თვითკრიტიკაზე კი არა, პოზიტიურ ფიქრებზე დაფოკუსირდით). 

- მოუსმინეთ უკუკავშირს, რომლის განზრახვაც თქვენი ზრდა და პოზიტიური ცვლილებებია 

- ჩამოწერეთ და იცოდეთ თქვენი სუპერ ძალების შესახებ. თქვენი განსხვავებულობით დატკბით და გიხაროდეთ, რომ სხვანაირი ხართ. არ შეედაროთ სხვებს.  


აქვე გიზიარებთ როზენბერგის თვითშეფასების სკალას  (RSES):





გთხოვთ, დააჯამოთ ქულები: 

0-20 დაბალი 
20-32 - საშუალო 
33-40 მაღალი 

დასკვნის სახით აღვნიშნოთ, რომ: 

თვითშეფასება მრავალგანზომილებიანი ცნებაა.

თვითშფასება არის ადამიანის მენტალური სურათი, რომელსაც ხედავ მეს შესახებ. 

თავდაჯერებისთვის ყოველდღე უნდა ვიმუშაო თვითცნობიერებაზე. 

ინდივიდს შეიძლება ჰქონდეს მაღალი თვითშეფასება პიროვნებათშორის ურთიერთობებში და ამავდროულად დაბალ შეფასებას აძლევდეს საკუთარ წარმატებებს სწავლის სფეროში.


თვითშფასებისას  ვპასუხობთ შემდეგ კითხვებს: რას ფიქრობ საკუთარ თავზე? ასევე, როგორ გგონია, რას ფიქრობენ ადამიანები შენს შესახებ? რას გინდა რომ ფიქრობდნენ?  

კითხვები ბოლოსთვის: ბლოგში დასმულ ღია კითხვებს უპასუხეთ
იცით პასუხი - რა გჭირდებათ იმისთვის, რომ იყოთ ის, ვინც გინდათ რომ იყოთ? 
ხვალიდან რას აკეთებთ კოკნრეტულად? 

გვახსოვდეს,  we are enough. 









Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen