Freitag, 4. August 2023

ემოციური თვითცნობიერების პრაქტიკული სავარჯიშო

 როცა ემოციებზე მუშაობას გადაწყვეტთ, რამდენიმე საინტერესო სავარჯიშო არსებობს, ეს ერთ-ერთი სავარჯიშოა. 

მაშინ, როცა  განიცდით მკაფიო/ ძლიერ  ემოციას, ჰკითხეთ საკუთარ თავს შემდეგი კითხვები. 


როგორ ვგრძნობ თავს?


Საიდან ვიცი/ როგორ ვხვდები?


რას ვგრძნობ?რა  შეგრძნებები მაქვს?


სად ვგრძნობ ამას? სხეულზე შემიძლია დავაიდენტიფიცირო  მისი მდებარეობა?


სად დაიწყო ეს ჩემს სხეულში? Გადაცემა აქვს სხვაგანაც?


როგორ ამოვიცნო, როცა სხვები განიცდიან ამ ემოციას?


ვამჩნევ თუ არა საკუთარ თავში ამ ნიშნებს?


რას ვაკვირდები სხეულის ენაში, ხმის ტონში, ფიქრებში, ქცევებში


ხშირად ივარჯიშეთ, ზემოთნახსენები კითხვებით -  განსაკუთრებით მაშინ, როცა უსიამოვნო მდგომარეობა გაქვთ

ცვლილებებს თუ დაინახავთ, კომენტარი დატოვეთ 

Donnerstag, 3. August 2023

აწმყოს ძალა

 ჩვენ ფიქრიებით ხან წარსულში ვართ და ხან მომავალში, იშვიათად აწმყოში. ცნობიერად აწმყოში ყოფნა არის გასაღები შფოთვების და შიშების შემსუბუქების. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ახლა ვიგრძნოთ თავი თავისუფლად, მშვიდად, კმაყოფილად, უსაფრთხოდ ან ბედნიერად. ახლა მომენტს, აქვს  ყველაფერი რომ ჩვენი არსებობა აღვიქვათ სრულად. ის, რაზეც ვოცნებობთ და ვისიც გვეშინია, სხვა არაფერია, თუ არა ფანტაზიის  ნაყოფი არ არსებობს „მომავალი“, რომელშიც ჩვენ განვიცდით, არამე მომავალზე ან წარსულზე ფიქრები ემოციურად აქ და ახლა აღარ გვამყოფებს. ჩვენი უნივერსალური საჭიროებები კი აქ და ახლა გვაქვს, მას ჩვენს სხეულში ვგრძნობთ და განვიცდით. 

წარსულის ფიქრებს, მოგონებებს ხელახლა შეუძლიათ გააცოცხლონ ემოცია. განვიცადოთ როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ემოციები. 

ფსიქოლოგიაში ასევე არსებობს ტერმინი - წარმოსახვითი ტანჯვა (imaginary suffering): ესაა  წარმოსახვით შენეულ კინოში ყოფნა, რაც გაშორებს აქ და ახლა არსებულ რეალობასთან. როცა მომავალზე ფიქრი ნეგატიურ ემოციებს იწვევს, უმეტესად ეს შეიძლება იყოს დაბნეულობა (anxiety) და რაც უფრო იმატებს შფოთვის დონე, მით უფრო გაშორებს რელობის აღქმას. ეს განსხვავდება ოცნებისგან და მომავლით ტკბობის მომენტისგან. 

მომავალზე ფიქრს უმეტესად მაშინ აქვს ძლიერი ძალა, თუ აქ და ახლა კარგად გრძნობ თავს. 

როგორ შეიძლება პროცესში დავრჩეთ აქ და ახლა? ყველაზე მეტად მაინდფულნესის ტექნიკები გვეხმარება: 

რაც უფრო მეტს ვარჯიშობთ აქ და ახლა მომენტის დაჭერაში, უფრო მეტად გაიზრდება სივრცე თვითცნობიერებისთვის. 

ერთ-ერთი სავარჯიშო: 

 გაეცანით მომენტს

 დააკვირდით თქვენს სხეულს

 დააკვირდით თქვენს სუნთქვას - მოუსმინეთ სუნთქვას და გულის ცემას.

 შეიგრძენით ხელები, ხელებში სითბო

 იგრძენი სიცოცხლე მთელ სხეულში

 დააკვირდით თქვენს ირგვლივ არსებულ ხმებს - რა გესმით?  საშუალება გაქვთ შეიგრძნოთ გარემო. 

 დააკვირდით სივრცეს ოთახში, რომელშიც იმყოფებით - იგრძენით,  ცარიელი სივრცე, ასევე ოთახში განთავსებული  ობიექტები

 დააკვირდით სინათლეს თქვენს ირგვლივ და საიდან მოდის იგი

 ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა არის სწორი ამ მომენტში? რა არის ლამაზი გარემოში, რას აფასებ? 

ყველაზე კარგი აწმყოში ყოფნას აქვს ის, რომ არჩევანი გაქვს, რომელ პროცესზე გააკეთო მახვილი. ასევე დისტანცირება შეგიძლია მომავალში შფოთის მომტან ფიქრებთან,  წარსულის ცუდ გამოცდილებასთან და კავშირიში დარჩე შენს სხეულთან- სწორედ ესაა აწმყოში ყოფნის ძალაც.