დღეს ვისაუბრებ თემაზე რატომ და როგორ გავხდეთ ტურისტი საკუთარ ფიქრებში. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ტუსრისტის როლში ყოფნა. ახალ გარემოში გარდა იმისა, რომ ბევრს ნახულობ, ძველის გადაფასებას ახდენ და კარგი პარალელების გავლების საშუალებაც გეძლევა.
მოლედ, წლების წინ, ჩემი დეიდაშვილი თამუნა ბარსელონაში სწავლობდა და 1 თვით სტუმრობა გადავწყვიტე. ღამე ჩავფრინდი, ავტობუსის გაჩერებიდან დანიშნულების ადგილამდე ფეხით 100-ოდე მეტრის გავლა მომიწია. საღამოს 10 საათზე გერმანიის ტრადიციული სიმშვიდისგან განსხვავებით სრული საგიჟეთი დამხვდა, ყველა ფანჯარაში გადმომდგარიყო, რაღაცას ყვიროდა, ფანჯრებიდან უცნაურ ნივთებს ყრიდა. ქვაბებზე კოვზებით აკაკუნებდა, ცოცხალი და უვნებელი რომ მივედი ძალიან მიკვირდა J სახლში მისულმა გავიგე, რომ ეს ბარსელონას გუნდის ფეხბურთში გამარჯვებას ეძღვნებოდა. შთაბეჭდილებისა და ემოციებისგან დიდხანს ვერ ვიძინებდი. ზუსტად ვიცოდი, რომ რაღაც ახალს და საინტერესო აღმოჩენებს გავაკეთებდი.
ბარსელონა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდ მოგზაურობად იქცა.
აღმოჩენები მეორე დილიდანვე დაიწყო:
თამუნას სამსახურში ეჩქარებოდა და სწრაფად დავტოვეთ სახლი. პლაცა ესპანიაზე ცხოვრობდა. ულამაზეს შადრევანთან გაჩერება მინდოდა, თუმცა ჩემმა დეიდაშვილმა გვერდი ისე ჩაურა, თითქოს იქ ეს ძეგლი არც ყოფილიყო. არაფერი საინტერეოს არაა, გამოადგი ფეხიო.
ქუჩაში მიდიოდა, ავტომატურად, ვერაფერს ამჩნევდა. ისე მივიდა სამსახურამდე, რომ გეკითხა გზად რა დაინახე, რამე ახალიც ხომ არ შეგინიშნავს-მეთქი, ერთ ამბავსაც ვერ მოყვებოდა.
თამუნა მორჩილად მივაცილე სამსახურამდე და სიესტამდე დავემშვიდობე. გარშემო იმდენი ვიარე, გარემო შევისწავლე და მის სამსახურამდე სხვა გზაც- უფრო მოკლე აღმოვაჩინე, გახარებულმა მოვუყევი, თუმცა ის ხალისით არ შეხვედრია, კმაყოფილი ვარ იმ გზის რითაც დავდივარო. მე კიდე მიხაროდა, კარგ რამეს ვუკეთებ - მეთქი და თურმე საერთოდ არ სჭირდებოდა. ისე ეს შეგრძნება ხშრად მახსენდება, ორგანიზაციის კონსულტირების საკითხებს რომ ჩავუჯდები ხოლმე. და მერე ხშირად ვეკითხები, რა გჭირდებათ ნამდვილად?

დალიზე ფიქრის პარალელურად, იმაზე ვფიქრობდი “ზედმეტად ტურისტის როლი” რას ნიშნავდა და ეს კარგია თუ ცუდი? არადა, ხანდახან დათქმული, გზით სიარული კარგი არაა. სწორედ ტურისტის როლია შესაფერისი. მზად ხარ აღმოჩენებისთვის და რაც მთავარია, პოზიტივისთვის.
ორივე საქართველოში რომ დავბრუნდით ერთ დღეს ვკითხე, გახსოვს სამსახურამდე ალტერნატიული გზა რომ ვიპოვე, იმ გზით დადიოდი-მეთქი და ხანდახანო. საინტერესოა, იმ ხანდახანსაც რატომ ირჩევდა...
ერთხელ მანქანით ჩემს მეზობლად მცხოვრები მეგობარი გავიყოლე ვაჟა-ფშაველაზე და სამსახურში მისვლისას მითხრა, რა უცნაურია, ყველა სხვადასხვა გზით მოდის სამსახურამდეო, სხვადასხვა არგუმენტით. მე სხვა გზით მივდივარო. სახლამდე უკან მისი “ფავორიტი” გზით დავბრუნდი და უკეთესი იყო. თუმცა მეორე დილით ისე, რომ არც დავფიქრდი წინა დღის არჩეული მარშრუტით წავედი.აი, მაშინ გამახსენდა, გზების არჩევაში ჩემი დეიდაშვილი მარტო არ ყოფილა.
დავასკვენი, რომ დასწავლილი ქცვების გადასწავლა საკმაოდ რთულია და დრო სჭირდება, სიახლეების გააზრებას, დასწავლას და შემდგომ ქცევებში გადატანას, + ეს უნდა გინდოდეს და საკმარისი არგუმენტი გქონდეს.
დამნაშავის ძებნა დავიწყე, ხომ ვიცოდი, უკეთესი იყო ის გზა, რომელიც მეგობარმა მირჩია, მე მაინც ძველი ვამჯობინე.
ამ ყველაფერში დამნაშავე ვინაა? ვეკითხებოდი საკუთარ თავს. რატომ ვიმეორებთ ერთსა და იმავე ქცევას, თუ ვიცით რომ ალტერნატიულიც არსებობს?
“დანაშაულში ეჭვმიტანილი ჩემი და ჩემი დეიდაშვილის ტვინი და აღქმა დავასახელე J)) ცნობიერ დონეზე ჩვენ აბა რა შუაში ვიყავით? J))
ჩვენში შემოსულმა ინფორმაცია თავად მოწესრიგდა და გარდაიქმნა პატერნებში -ქცევით შაბლონებად. რაც თავადვე მოიცავს საკუთარი გამოყენების ინსტრუქციასაც.
ჩემში ახალი გზის ძიების სურვილი დასმულმა კითხვამ რატომ ამ გზით? ტრადიციულად ჩართო აზროვნება. ზოგადად ეს ის პროცესია, სადაც მიმდინარეობს ინფორმაციის გადამუშავების პროცესი, რათა გადაჭრას პრობლემა, გამოიტანს ხელახალა დასკვნას საბოლოოდ კი გადაწყვეტილება მიიღება. შედეგი კი ქცევით გამოვლინდება.
მესამე დღეს უკან ალტერნატიული მესამე გზის მოძებნა დავიწყე.
ხდება სამუშაო პროცესში, ყოველდღიურად რაღაც ახლის ძიება? რატომ წუწუნებენ ხოლმე თანამშრომლები, კოლეგები გავიყენე, ამ პოზიციაზე აღარ მინდაო?
აზროვნება იძლევა განზოგადების საშუალებას, როდესაც რაიმე მოქმედება ერთხელ უკვე გაქვს გაკეთებული მისი ხელახალი შესრულება უფრო ადვილია, და ასე, ჩვენ ერთხელ რაღაც ვისწავლეთ, შევასრულეთ, ემოციურადაც მივიღეთ და შევქმენით პატერნი, რომელიც მყარი, ეფექტიანია და ძნელად გარდაქმნად აღქმა-რეაგირების მექანიზმად იქცევა. ეს გვეხმარება რა თქმა უნდა, სამუშაო რუტინის გამარტივებაშიც. მაგალითად, ახალ სამსახურში ყველას სტრესი აქვს, ნელ-ნელა იმ კულტურის პატერნებს, სამუშაო დავალებების შესრულებას სწავლობს და სტრესი ქრება. პროცესი მარტივდება. ჩვენი გონება რესურსების დაზოგვას იწყებს და დიდი მოტივიაციაა საჭირო მოგვიანებით ცვლილებების/ კორექტირების შესატანად. “ზედმეტად ტურისტის როლში” არ შევდივართ და ნასწავლ ინფორმაციას აღარ ვამოწმებთ.
შეგვიძლია ჩვენი აღქმისა და პატერნების დასანახად მოკლე ექსპერიმენტი ჩავატაროთ: [დაფაზე დავწერ ] I3 - მე თუ გკითხავთ, რა ასოა? დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანი იფიქრებს, რომ ლათინური B არის, ხოლო ახლა გეკითხებით რა რიცხვი დავწერე? ეჭვი არ მეპარება, რომ პასუხი ერთი იქნება რა თქმა უნდა 13. ანუ ერთი და იგივე რამეს სხვადსხვა კუთხით შეხედვა და გააზრება შესაძლებელი ყოფილა.
რატომ დავიწყე მესამე დღეს სახსლამდე მესამე გზის ძებნა? როდის დაიწყო ცვლილება აზროვნებაში? ან ზოგადად, რა ხდება ? მაშინ როცა კითხვა ისმება. სწორედ ამ დროს ვიწყებთ ფიქრებში მოგზაურობას. ცნობისმოყვარე ტურისტები ვხდებით, ხანდახან ზედმეტად ცნობისმოყვარეებიც. გზას თუ ჩვენ აღმოვაჩენთ, ჩვენი ემოცია ახლავს, ადვილად მისაღებია, ანუ ეს ჩვენი გზაა და არა სხვისი რეკომენდაცია, მაინც სხვისი და მიუღებელი.
სამსახურში ასეთი რამეები ხშირად ხდება, პროცესებში ამგვარი გადაწყვეტილებები იმდენად ხშირია, ყოველდღიური, რომ დაახლოებით ისე ჩაუვლიან გვერდს, როგორც ჩემი დეიდაშვილი პლაცა ესპანიაზე ლამაზ შადრევანსა და ორ ბოძს ვერ ამჩნევდა. დინამიკა თუ კულტურის ნაწილად იქცა, მენეჯერები ვეღარ მიხვდებიან სად დაკარგეს მართვის სადავეები, ან ესა თუ ის დავალება ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე ვერ შესრულდა.
მერე რა ხდება, მერე?
კონსულტანტებს ეძახიან.
მოვლენ ფილოსოფოსი კონსულტანტები, სათვალით J)))) მომოავლებენ მზერას, ცოტას ზემოდან და შორიდანაც შეხედავენ, გამოითვლიან საუკეთესო მანძილს და შესთავაზებენ მენეჯერს და მერე ეს პროცესი ისევ ზემოდან ქვემოთ უნდა დაინერგოს. ხშირ შემთხვევაში ამგვარი ექსპერტული დასკვნებიც თაროზე შემოიდება ხოლმე. იგივე მიზეზის გამო, აი, რის გამოც სავარაუდოდ ჩემმა დეიდაშვილმა ჩემი აღმოჩენილი გზა ხანდახან და საბოლოო ჯამში მაინც არ გამოიყენა. არადა მაგ დროს მენეჯერი ფიქრობს, ამ გზით მივდიოთი, მეტი გზა არ იყო, მოვიდა კონსულტანტი და მეორე გზა მირჩია, მოდი ვივლი ამ გზით. ესეც რომ არ გამოდის მერე რა ხდება?
ჰოდა ამ ამბავზე კიდევ ერთი ჩემი მგზავრობის ამბავი მახსენდება. გვანცა, აი ის, სამსახურთან კითხვა რომ დამისვა. ერთხელ ორთაჭალაში მივდიოდით. ალბათ ყველამ იცით შუქნიშანი ჰესთან, გზა ორად იყოფა, ან მარჯვნივ ციხეებთნ უნდა წახვიდე, ან მარცხნივ გაუხვიო. მე შუქნიშანთან გავჩერდი ის კი მეუბნება. იცი რას დავაკვირდიო, ჩემი საქმრო ამ ადგილას რამდენჯერაც ვხვდებით, ხან მარცხნივ-ხან მარჯვნივ მიდის, ვერ ავხსენი რატომო და ვკითხეო, მთავარია არ გავჩერდე, იყო პასუხი.
მესამე გზაც არსებობს- მოძრაობასა და ახალი ფიქრების, მათ შორის კავშირების აღმოჩენაში.
ჰო და კიდევ, ეს ყველაფერი იმის ბრალი იყო, ბარსელონაში ჩასულმა რომ გადავწყვიტე, აქ ბევრ რამეს აღმოვაჩენ მეთქი.
მთავარია ახალი გზების ძიების გადაწყვეტილება მიიღო, თორემ იქამდე მისასვლელი გზა ყოველთვის მოიძებნება და დასწავლი ქცევაც დაკორექტირდება.
მადლობა.
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen