სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობისას მნიშვნელოვანია სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისად დაიწეროს აბსტრაქტი ან ანოტაცია, ჩემთვის ცნობიერი გახდა ის, რომ ხშირად ეს ორი სიტვა ერთმანეთის სინონიმებად გამოიყენება. არადა ეს არსებითად და სტრუქტურულად განსხვავებული რამაა.
ანოტაციას და აბსტრაქტს მიზანი განასხვავებს !
მნიშვნელოვანია მათი განსხვავებების ცნობა თუნდაც იმიტომ, რომ სამაგისტროს წერისას მაგალითები მოიძიო და მოთხოვნებს სწორად უპასუხო.
აბსტრაქტი ჟურნალის სტატიას უძღვის წინ და აღწერს/ განიხილავს თემას (ე.წ. written preview). მოცემულია შეჯამება ძირითადი საკითხები, რასაც სტატიაში ავტორი მიმოიხილავს. ის შეიძლება დაწეროს სტატიის ავტორმა ან რედაქტორმა და მისი მიზანია გადააწყვეტინოს მკითხველს არის თუ არა მოცემული მასალა მისთვის საინტერესო. რატომ უნდა წაიკითხოს და რა კითხვებზე გაეცემა პასუხი.
ანოტაციას სხვა ფუნქცია და მიზანი აქვს!
ანოტაცია არის წყაროების შეფასება, რომელსაც აუცილებლად ავტორი ასრულებს. ანოტაციაში, რა თქმა უნდა, შეფასებული და მიმოხილულია ნაშრომი (description and evaluation ), შესაძლოა ავტორის შესახებაც მოიცავდეს ინფორმაციას. ასევე მოიცავს რესურსების კრიტიკას - ძლიერი და სუსტი მხარეების შედარება.
ანოტაციას განასხვავებენ სტრუქურის მიხედვით : აღწერითი და კრიტიკული.
ყველაზე კარგად ჩემთვის განსხვავებას, ასევე დასამახსოვრებელს ხდის მოცემული სიტყვები. აბსტრაქტი - written preview, ხოლო ანოტაცია - description and evaluation
იხილეთ რჩევები როგორ დაწეროთ: http://158.132.155.107/posh97/private/research/abstracts/how-to-write.pdf
წყარო: library.piercecollege.edu